გირგვლიანის საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი პარასკევს გაიმართება

 სანდრო გირგვლიანის საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი პარასკევს გაიმართება. სწორედ ამ დღეს გახდება ცნობილი, დააკმაყოფილებს თუ არა მოსამართლე ბრალდების მხარის შუამდგომლობას, რომლის მიხედვით, პროკურატურა საქმეზე უკვე დამდგარი განაჩენის დართვას ითხოვს. ამ განაჩენის თანახმად, გირგვლიანის გამტაცებელთა მანქანის მძღოლს დავით ქოქიაშვილს საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, სასჯელაღსრულების მე-10 დაწესებულების ყოფილი ხელმძღვანელი თემურ ტაბაღუა და მისი ყოფილი მოადგილე მურად გაბუნია კი პირობით სასჯელს იხდიან. მთავარი პროკურატურის მტკიცებით, ამ ადამიანების მიმართ გამოტანილი განაჩენი ბრალდების პოზიციებს ამყარებს. რაც შეეხება მოწმეებს, გახმაურებულ საქმეზე დასაკითხ მოწმეთა სია მოსამართლემ უკვე დაამტკიცა. მათ შორის არიან: ვანო მერაბიშვილის მეუღლე თამარ სალაყაია და ნინო ბურჯანაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები