ზურაბ აბაშიძე კარასინთან შეხვედრაზე გიგა ოთხოზორიას მკვლელის დასჯის საკითხს დააყენებს

აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა პრაღაში ხვალ გაიმართება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან უერთიერთობის საკითხებში ჩეხეთში გამთენიისას გაფრინდა.
განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა რუსეთთან გაფორმებული საბაჟო ხელშეკრულებაა. ქართული მხარე ამ საკითხზე მოსკოვის ანგარიშს ელოდება. გარდა ამისა, ზურაბ აბაშიძე გიგა ოთხოზორიას მკვლელის შესაბამისი დასჯის აუცილებლობაზე გააკეთებს აქცენტს.
„გიგა ოთხოზორიას საკითხს აუცილებლად წამოვჭრი, მაქსიმალურად კატეგორულ ფორმებში იმ თვალსაზრისით, რომ მკვლელი, დამნაშავე უნდა დაისაჯოს რაც შეიძლება სწრაფად. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა ძალიან ყურადსაღები განცხადება იმის თაობაზე, რომ შეიძლება ამ პიროვნების ლიკვიდაცია მოხდეს, მერე საქართველოს დაბრალდეს და ამას გართულებები მოყვეს“,-განაცხადა აბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები