ირაკლი შიხიაშვილი სამგორის რაიონის მოსახლეობას შეხვდა: მეიმედებით და გეიმედებოდეთ (ვიდეო)

საინიციატივო ჯგუფმა, რომელმაც სამგორის რაიონში დეპუტატობის მაჟორიტარ კანდიდატად ირაკლი შიხიაშვილი წარადგინა, ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.
ირაკლი შიხიაშვილმა სამგორის მოსახლეობასთან შეხვედრა უკვე გამართა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ იგი დამოუკიდებელ მაჟორიტარად იყრის კენჭს, „ქართული ოცნებისა” და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ წასვლას არ აპირებს.
„როგორც დამოუკიდებელი მაჟორიტარი ვიყრი კენჭს, მაგრამ ყველამ მინდა იცოდეს, არასდროს არ ვუღალატებ ბიძინა ივანიშვილს. ივანიშვილი რომ არა, ის სახადი, რაც მოშორდა ქვეყანას არ მოშორდებოდა. სამგორს უნდა ჰყავდეს თავისი მაჟორიტარი. თუ იქნება თქვენი მხარდაჭერა, თუ იქნება თქვენი სურვილი, თქვენი გვერდში დგომა, გპირდებით, გულისხმიერება არ მეშლება. ყოველთვის ყველაფერი არ გამოდის, მაგრამ არასდროს ვუღალატებ ადამიანებს. თითოეული თქვენგანის გვერდით ვიდგები. მეიმედებით და გეიმედებოდეთ”,- განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.
შეხვედრაზე მისულმა მოქალაქეებმა ირაკლი შიხიაშვილის განვლილ საქმიანობაზე ისაუბრეს და მაჟორიტარობის კანდიდატს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

IMG_5845 IMG_5848

IMG_5849 IMG_5881

IMG_5885 IMG_5888

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები