დიმიტრი ქუმსიშვილი: ლარის გაუფასურება ერთჯერადი გავლენაა

ლარის გაუფასურებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილებას უკავშირებს.
მინისტრის განცხადებით, ეროვნული ვალუტის დევალვაცია ევროს დასუსტებამ განაპირობა.
„ეს არის ერთჯერადი გავლენა, რომელიც მოხდა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლიდან გამომდინარე, რამაც გამოიწვია ევროს შესუსტება და დოლარის გამყარება. ეს თავისთავად აისახა ჩვენს ვალუტაზე“, – თქვა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრი მოუწოდებს საქართველოს მოსახლეობას, მაშინ იყიდონ ვალუტა, როცა სჭირდებათ და მაშინ გაყიდონ, როცა სჭირდებათ, რადგან ძალიან ხშირად, მოსახლეობა გადაწყვეტილებას არასწორ დროს იღებს.
„მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს მოსახლეობას, რომ მაშინ იყიდონ ვალუტა, როცა ეს სჭირდებათ და მაშინ გაყიდონ, როცა ეს სჭირდებათ იმიტომ, რომ ძალიან ხშირად მოსახლეობა გადაწყვეტილებას არასწორ დროს იღებს. როგორც წესი, ისინი ყიდიან ვალუტას ყველაზე ცუდ კურსში და აკეთებენ ამას პირიქითაც – ყველაზე ცუდ კურსში. ძალიან მინდა, ყველას ვთხოვო, რომ მაშინ მოახდინოს ვალუტის გადახურდავება, მხოლოდ იმ დროს, როცა ყველაზე მეტად სჭირდებათ ყველანაირი მოლოდინების გარეშე,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები