სარფის საბაჟოზე ნარკოტიკების შემოტანის ფაქტები გამოავლინეს

„სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული  ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების შემოტანის ფაქტები გამოავლინეს. შემოსავლების სამსახურის ცნობით, 31 მარტს  საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფის“ ტერიტორიაზე თურქეთის მხრიდან შემოვიდა საქართველოს მოქალაქე ი.ნ., რომლის კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერების შედეგად აღმოჩენილ იქნა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი CIRRUS  (pseudoefedrin 120 mg) – 42 აბი.
ამასთან, 22 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი DUACT (pseudoefedrin 60 mg) შემოიტანა კუთვნილი  ავტომანქანით 1 აპრილს  „სარფის“ ტერიტორიაზე თურქეთის მხრიდან შემოსულმა  თურქეთის მოქალაქე ჯ.დ.-მ.
ორივე საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარ სამმართველოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები