საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები დაამტკიცეს

თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა წარადგინა.
საკრებულოს წევრებს 2016 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების თაობაზე ინფორმაცია თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გააცნო.
ლევან თევზაიას თქმით, ბიუჯეტში ცვლილებამ 28 მლნ. 636. 8 ათასი ლარი შეადგინა, აქედან 18 მლნ. 042, 5 ათასი ლარი შემოსავლების ზრდას, ხოლო 10 მლნ. 594.3 ათასი ლარი მოძიებულ რესურსს წარმოადგენს.
,,აღნიშნული ცვლილებები სხვადასხვა პრიორიტეტებზე საჭიროების გაზრდის მოთხოვნით იყო განპირობებული“,- განაცხადა მერიის წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ ბიუჯეტის ზრდა, ძირითადად, სოციალურ და ჯანდაცვის სფეროს, საბავშვო ბაღების მშენებლობებს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამას, მუნიციპალური ტრანსპორტის განახლებასა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეეხო.
საკრებულოს წევრებმა დღესვე ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით, ავტობუსების მოძრაობის მარშრუტების დამტკიცების თაობაზე იმსჯელეს და თბილისის ზღვის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთის საქართველოს საკრეისერო აფროსანთა ასოციაციისთვის პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზურფრუქტის ფორმით გადაცემის თაობაზე იმსჯელეს.
აღნიშნულ საკითხებს საკრებულოს წევრების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. სხდომას საკრებულოს წევრებთან ერთად მერიის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები