თინა კანდელაკის რეიტინგში მედვედევი ყველაზე სპორტულ პოლიტიკოსად დასახელდა

  თინა კანდელაკმა ყველაზე სპორტული პოლიტიკოსების რეიტინგი შეადგინა. ცნობილი ტელეწამყვანის სიაში გენადი კერნესიც მოხვდა. თინა კანდელაკი ხშირად მსჯელობს მსოფლიოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე. ამ შემთხვევაში ტელეწამყვანმა იმ პოლიტიკოსების სია შეადგინა, რომლებიც, მისი აზრით, უფრო სპორტულები არიან და ამის დემონსტრირებას სოციალურ ქსელებში ახდენენ. თინა კანდელაკის რეიტინგში რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევიც მოხვდა, რომელიც ცურვას მისდევს, თხილამურებზე სრიალებს და ველოსიპედით სეირნობით არის დაკავებული. მეორე ადგილზე ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი რამზან კადიროვია. “ის რეგულარულად ვარჯიშობს ბოქსში და საბრძოლო ხელოვნებაში. როგორც ხედავთ, მისი შვილი ადამი მაგალითს იღებს მამისგან”, – დაწერა თინა კანდელაკმა ინსტაგრამის გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები