ავიაკომპანია „ლუფთჰანზას“ პილოტები გაიფიცნენ

 ავიაკომპანია “ლუფთჰანზას” გაფიცვის გამო 3 ათას 800 რეისი გადაიდო. ავიაკომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული გადადებული რეისების ჩამონათვალში საქართველოს მიმართულებით დაგეგმილი რეისებიც არის. მიზეზი პილოტების გაფიცვაა, ისინი სამუშაო პირობების და ანაზღაურების გაუმჯობესებას ითხოვენ. როგორც ავიაკომპანიაში ამბობენ, გაფიცვა 425 ათას მგზავრს დააზარალებს. “ლუფთჰანზას” ადმინისტრაციის ინფორმაციით, ისინი მგზავრებს მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით გააფრთხილებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები