სოფელ მარტყოფში ბიტუმოვანი ნივთიერებების მწარმოებელი საწარმო გაიხსნება

გარდაბანში, სოფელ მარტყოფში ბიტუმოვანი ნივთიერებების მწარმოებელი საწარმო შეიქმნება. საწარმოს შექმნის და წარმოების დაწყების მიზნით 321 728 ლარის ინვესტიცია განხორციელდება.
საწარმო ყოველწლიურად არანაკლებ 1000 ტონა ბიტუმოვან ნარევს გამოუშვებს. საწარმოში პირველ ეტაპზე 10 ადამიანი დასაქმდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ შპს „ჯორჯიან ინდასთრის“ ბიტუმოვანი ნივთიერებების მწარმოებელი საწარმოს გახსნის მიზნით სახელმწიფოს საკუთრებაში გარდაბანში, სოფელ მარტყოფში მდებარე 10 054 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადასცა.
გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ჯამში უკვე 177 საწარმოს დაუჭირა მხარი. ინვესტიციის ჯამური მოცულობა 380 მილიონ ლარს აჭარბებს, საწარმოებში კი 7700-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები