სპორტულმა ელექტრომობილმა აჩქარების რეკორდი დაამყარა
შვეიცარიელი სტუდენტების მიერ შექმნილმა სპორტულმა ელექტრომობილმა მსოფლიოს რეკორდი დაამყარა. მან 100 კმ/სთ სიჩქარე 1,513 წამში აკრიფა. ამისთვის ელექტრომობილს მხოლოდ 30 მეტრი დასჭირდა. წინა რეკორდი შტუტგარტში აწყობილ ელექტრომობილს ეკუთვნოდა. ის 100 კმ/სთ სიჩქარემდე 1,779 წამში აჩქარდა. ამ დროისთვის ბენზინზე, ან დიზელის საწვავზე მომუშავე არცერთ ავტომობილს ასეთ მცირე პერიოდში ასე აჩქარება არ შეუძლია. ავტომობილის კორპუსი ახალი მასალების გამოყენებით არის აწყობილი. ამის შედეგად მისი წონა მხოლოდ 168 კგ-ს შეადგენს.