საქართველოში მაღალმთიან დასახლებათა ნუსხას შესაძლოა, 99 დასახლება დაემატოს
საქართველოში მაღალმთიან დასახლებათა ნუსხას შესაძლოა, 99 დასახლება დაემატოს,- ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნულ შემთხვევაში, 38 ათას ადამიანს დამატებით შეეხება ის სოციალური შეღავათები, რომლებიც კანონით არის გათვალისწინებული.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან 38 ათას ადამიანს დამატებით შეეხება ის სოციალური შეღავათები, რომლებიც არის გათვალისწინებული კანონით.. დღემდე ამ დასახლებების არდაფარვა იყო იმ მიზეზით გამოწვეული, რომ არ არსებობდა ზუსტი ნუსხა და სისტემატიზებული მონაცემები. ჩვენ ეს სისტემა დავხვეწეთ. შემოვდივართ წინადადებით, რომ 38 ათასი ადამიანი, ანუ 99 დასახლება დაემატოს ნუსხას“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.