გოგირდის აბანოების თანამშრომლებმა გზა გადაკეტეს

აბანოთუბანში აბანოების თანამშრომლებმა პროტესტის ნიშნად ცენტრალური გამზირი გადაკეტეს.
ისინი აბანოებისთვის გაზრდილ ტარიფს აპროტესტებენ და ავტომანქანებს მოძრაობის გაგრძელების საშუალებას არ აძლევენ, რამაც მძღოლებში პროტესტი გამოიწვია.
აქციის მონაწილეები ადგილზე თბილისის მერის, დავით ნარმანიას მისვლას ითხოვენ. მანამდე კი, გზის გახსნას არ აპირებენ.
შეგახსენებთ, რომ გოგირდის აბანოები პროტესტის ნიშნად სამი დღით დაიხურა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები