შს მინისტრი ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე: პროკურატურას საკმარისზე მეტი ფაქტი ექნება იმის შესახებ, რომ ეს იყო თვითმკვლელობა
პროკურატურას საკმარისზე მეტი ფაქტი ექნება იმის შესახებ, რომ ეს იყო თვითმკვლელობა,-ასე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის გუშინდელ განცხადებას.
მისივე ვარაუდით, წინაღმდეგ შემთხვევაში გამოძიება არ შეწყდებოდა.
„პროკურატურას საკმარისზე მეტი ფაქტი ექნება იმის შესახებ, რომ ეს იყო თვითმკვლელობა. წინააღმდეგ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმე არ შეწყდებოდა. მე ვფიქრობ, სერიოზული არგუმენტებია საქმეში, იმისთვის, რომ შეწყვეტილიყო საქმე. ვფიქრობ, აქვს საფუძველი პროკურატურას, რომ შეეწყვიტა ეს საქმე დანარჩენი შეგიძლიათ ჰკითხოთ პროკურატურას“, – განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი მღებრიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. უწყების მტკიცებით, კიწმარიშვილმა თავი მოიკლა.