Solar Impulse 2-მა ატლანტის ოკეანეს გადაუფრინა და ესპანეთში დაეშვა
მზის ენერგიაზე მომუშავე თვითმფრინავმა Solar Impulse 2-მა დედამიწის გარშემო მოგზაურობის ფარგლებში ატლანტის ოკეანეს გადაუფრინა. შვეიცარიელებმა – ბერტრან პიკარმა და ანდრე ბორშბერგმა საჰაერო ხომალდი ესპანეთის ქალაქ სევილიაში დასვეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
პროექტმა Solar Impulse-მა უკვე დაამყარა რამდენიმე მსოფლიო რეკორდი. მან 2013 წელს აშშ-ის ტერიტორიას გადაუფრინა. Solar Impulse-2-მა კი ფრენა 2015 წელის 9 მარტს აბუ-დაბიდან დაიწყო. Solar Impulse-2-ს 17 ათასი მზის ბატარეა გააჩნია. მისი ფრთების სიგრძე Boeing 747-ის ტოლია.