იაპონიაში ხელოვნური სისხლის მასობრივი წარმოება იგეგმება

2010 წლისთვის იაპონელი მეცნიერები ხელოვნური სისხლის წარმოებას გეგმავენ. სისხლის წარმოების პროცესში ინდუცირებულ ღეროვან უჯრედებს გამოიყენებენ. ამის შესახებ იაპონური გამოცემა „ნიკეი“ იუწყება.
კომპანია Megakaryon-ის ინფორმაციით, ხელოვნური სისხლის შექმნაზე მუშაობა 2008 წლიდან მიმდინარეობს, მაგრამ მისი მიღება მხოლოდ მიმდინარე წლის აპრილში გახდა შესაძლებელი.
როგორც ხელოვნური სისხლის შემქმნელები ამბობენ, ახალი ტექნოლოგია ძალზე აქტუალურია იმ რეგიონებისთვის, სადაც სისხლის გადასხმის სადგურები არ არის. ამჟამად კომპანიას სისხლის მცირე რაოდენობის წარმოება შეუძლია, მაგრამ ის ამ მოცულობის ეტაპობრივ გაზრდას ვარაუდობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები