საფრანგეთის პოლიციამ დემონსტრაცია აკრძალა, რომელიც პარიზში ხუთშაბათს უნდა გამართულიყო

საფრანგეთის პოლიციამ პროფკავშირების დემონსტრაცია აუკრძალა, რომელიც ხუთშაბათს შრომითი კანონმდებლობის წინააღმდეგ უნდა გამართულიყო.
რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პარიზში პროფკავშირებს მიტინგის ჩატარების უფლებას მისცემდნენ, მაგრამ მსვლელობის ნებართვა საპროტესტო აქციის ინიციატორებმა არ მიიღეს.
ბოლო აქციის დროს პოლიციასა და მომიტინგეებს შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად 40 ადამიანი დაშავდა. მათ შორის 29 პოლიციელი. საფრანგეთის ხელისუფლება შეშფოთებულია იმით, რომ საპროტესტო გამოსვლები ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის დროს აგორდა, რამაც შეიძლება დამატებითი პრობლემები შექმნას. საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა უკვე მიმართა პროფკავშირებს, რომ მათ „ევრო-2016“ -ს პრობლემები არ შეუქმნან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები