ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ახსნა, რისთვის არის საჭირო ნატოს ძალები ქვეყნის ტერიტორიაზე

ლიტვაში ნატოს შეიარაღებული ძალები ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად არის საჭირო. ამის შესახებ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკიავიჩუსმა განაცხადა. მისი თქმით, ნატო თავდასხმისთვის არ არის შექმნილი.
„ჩვენ ნატოს ტერიტორიის ნაწილი ვართ და ის არ იყოფა რაღაცა სპეციფიკურ სეგმენტებად. ყველგან თავდაცვის ერთნაირი სტანდარტები არსებობს“, – განაცხადა ლინკიავიჩუსმა.
მან დააკონკრეტა, ნატო შიშობს, რომ რუსეთს შეუძლია სამხედრო აგრესიის განხორციელება. ამასთანავე, მინისტრმა განაცხადა, რომ ბალტიის ქვეყნებში ნატოს ძალების კონცენტრაციაზე საუბარი არ მიდის და იქ „სამხედრო ძალების სიმბოლური რაოდენობა განთავსდება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები