„სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“ ბიზნესის მხარდამჭერი ცვლილება შედის

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი განიხილა, რომელიც სარჩელის უზრუნველყოფის ნორმას შეეხება.
ცვლილების თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფა მოთხოვნის პროპორციული გახდება, შედეგად, თუკი მოთხოვნა არის 1000 ლარზე, ყადაღა დაედება მხოლოდ 1000 ლარის აქტივს და ის მოპასუხის მთელ ქონებაზე აღარ გავრცელდება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირმა ქავთარაძის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებების მიღებით მოხდება იმ პრობლემური საკითხების გადაწყვეტა, რომელსაც ბიზნესი დიდი ხანია, სხვადასხვა დონის შეხვედრებზე ითხოვს.
აღნიშნული ცვლილებების პროექტზე მუშაობდნენ საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია და საქართველოში მოქმედი ბიზნეს-გაერთიანებები, მათ შორის, ამერიკის სავაჭრო პალატა. აღნიშნული საკითხინ განხილული იქნა საქართველოს ინვესტორთა საბჭოზეც, რომლის წევრებს შორისაც არიან საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები