პოლონეთში  პრეზიდენტ კაჩინსკის ფრენის უსაფრთხოებაზე  პასუხისმგებელი გენერალი გაასამართლეს 

პოლონეთის დედაქალაქის, ვარშავის სასამართლომ წელიწადნახევრიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯა გენერალ პაველ ბელავნის, რომელიც ადრე პოლონეთის მთავრობის დაცვის ბიუროს უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
ის 2010 წელს საკუთარი მოვალეობების არასათანადო შესრულებაში დამნაშავედ ცნეს. შეგახსენებთ, რომ რუსეთის ქალაქ სმოლენსკში 2010 წლის 10 აპრილს პოლონეთის სამთავრობო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და მისი თანმხლები პირები დაიღუპნენ.  საერთო ჯამში ავიაკატასტროფას 96 ადამიანი ემსხვერპლა.
ბრალდების მტკიცებით, ბელავნიმ არ შეამოწმა სმოლენსკის აეროპორტი და პრეზიდენტის გადაადგილების მარშრუტი. გარდა ამისა, სმოლენსკის აეროპორტში პოლონეთის სამთავრობო დაცვის ბიუროს წარმომადგენელი არ იმყოფებოდა. თავად გენერალი დანაშაულს არ აღიარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები