პუტინი 22 ივნისს დუმას მიმართავს
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი 22 ივნისს რუსეთის სახელმწიფო დუმას სიტყვით მიმართავს. ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური იუწყება. ეს იქნება ბოლო პლენარული სხდომა მიმდინარე მოწვევის რუსეთის პარლამენტისთვის. პუტინმა უკვე დანიშნა საპარლამენტო არჩევნები, რომელიც 18 სექტემბერს გაიმართება. გარდა ამისა, გლოვისა და მოგონების დღესთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინი უცნობი ჯარისკაცის საფლავს გვირგვინით შეამკობს.