პიცა „მარიხუანით“ კანადის დედაქალაქში იყიდება
კანადის ქალაქ ვანკუვერში ფუნქციონირებს პიცერია „მეგა ილ“, სადაც განსაკუთრებული პროდუქტი – პიცა “მარიხუანით” იყიდება. თუმცა, როგორც მენიუს ჩამონათვალშია მითითებული, „მომხმარებელი უნდა იყოს 18 წლის ზემოთ და მას სპეციალური სამედიცინო დასკვნა ჰქონდეს, რომელიც ადასტურებს, რომ კლიენტი მარიხუანას სამედიცინო დანიშნულებით მოიხმარს.“
„მარიხუანის საკვები პროდუქტის სახით მიღებას მოწევისგან განსხვავებული ეფექტი აქვს. ჩვენ გამზადებულ ინგრედიენტს მცენარეულ ზეთში დაფქვილს ვუმატებთ, მას სამკურნალო თვისებები აქვს და მოქმედებას 1 საათში იწყებს,“- განაცხადა პიცერიის წარმომადგენელმა ენტონი რისლინგმა. კანადის სამედიცინო სისტემაში რეფორმები ტარდება, ამიტომ მარიხუანის პიცა, სავარაუდოდ, მენიუს ჩამონათვალში დიდხანს ვერ დარჩება.