პესკოვი – პუტინი რუსეთ-უელსის მატჩს არ უყურებდა

რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს რუსეთისა და უელსის ეროვნულ ნაკრებებს შორის საფეხბურთო მატჩი არ უნახავს, ვინაიდან ის იმ დროს კინოსტუდია „ლენფილმში“ იმყოფებოდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.
„ერთმნიშვნელოვნად უნდა გითხრათ, რომ „ლენფილმის“ გაჯანსაღების და აღდგენის მხრივ საქმეები ბევრად უკეთესად არის, ვიდრე ის თამაში, რომელიც ჩვენი ფეხბურთელების შესრულებით გუშინ ვიხილეთ. ამიტომ პრეზიდენტს ის არ უნახავს“, – განაცხადა პესკოვმა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის საფეხბურთო პირველობაზე რუსეთმა უელსთან 0-3 წააგო და საფეხბურთო პირველობას გამოეთიშა. პესკოვმა მატჩის შედეგების კომენტირებაზე უარი განაცხადა. „მე ამის კომენტირების უფლება არა მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან მინდა“, – განაცხადა პესკოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები