სირიაში რუსი სამხედროს დაღუპვის ვიდეო ინტერნეტში გავრცელდა (ვიდეო)
ინტერნეტში ვიდეოკადრები გავრცელდა, რომელზეც სირიაში რუსი სამხედრო დაღუპვის მომენტია გადაღებული. ვიდეოზე ჩანს, რომ რამდენიმე შეიარაღებული ადამიანი და ტანკი პიკაპს ესვრიან, რომელიც მათთან მიახლოებას ცდილობს. თუმცა თვითმკვლელი ტერორისტი ტანკთან მიახლოებას მაინც ახერხებს და ამ მომენტში აფეთქება ხდება. რუსული მედიის ცნობით, სირიაში რუსი საზღვაო ქვეითი ანდრეი ტიმოშენკოვი მიმდინარე წლის 15 ივნისს მძიმედ დაიჭრა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.