თურქეთში მიკროავტობუსი აღმოაჩინეს, რომელშიც ერთი ტონა ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, დიარბაკირის პროვინციაში უშიშროების ძალების წარმომადგენლებმა მიკროავტობუსი აღმოაჩინეს, რომელშიც ერთი ტონა ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ავტომობილი პოლიციამ ქალაქ ერგანის ქუჩაში აღმოაჩინა. ამის შემდეგ მესანგრეები გამოიძახეს, რომლებმაც ბომბის გაუვნებელყოფა შეძლეს. ადგილობრივი მოსახლეობა სასწრაფოდ იყო ევაკუირებული. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება.
ცნობისთვის, თურქეთის სამხრეთ -აღმოსავლეთ ნაწილში გასული წლის ნოემბრიდან „ქურთთა მუშათა პარტიის“ წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს. მასში 10 ათასამდე თურქი სამხედრო მონაწილეობს.