ავსტრალიის სამხედრო სკოლებში ბავშვებზე ძალადობის ფაქტების გამოძიება მიმდინარეობს

ავსტრალიაში სპეციალური კომისია სამხედრო სკოლებში ბავშვებზე და მოზარდებზე სექსუალური ძალადობის ფაქტებს იძიებს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
გამოძიება ორი სკოლის მოსწავლის საჩივრის საფუძველზე დაიწყო. ორივე სკოლა ამჟამად დახურულია. ასევე კომისიას ავსტრალიის თავდაცვის ძალების კადეტებმა მიმართეს. როგორც იურისტმა ანგუს სტიუარტმა განაცხადა, მთლიანად კომისიას 111-მა ადამიანმა მიმართა. განცხადებების უდიდესი ნაწილი 1960 -1980-იან წლებში მომხდარ ძალადობას ეხება. ზოგიერთი ადამიანი იხსენებს, რომ ახალგაზრდებს ახალწვეულების გაუპატიურებას აიძულებდნენ, რასაც სამხედრო სამსახურში „მიღების რიტუალს“ უწოდებდნენ. შესაბამის ორგანოებში ჩივილს იმ წლებში არანაირი შედეგი არ მოჰყოლია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები