თალიბებმა ათობით მგზავრი გაიტაცეს
ავღანეთის სამხრეთ ნაწილში რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ წარმომადგენლებმა რამდენიმე ავტომობილი და ავტობუსი გააჩერეს და ათობით ადამიანი გაიტაცეს.
ინციდენტი ჰელმანდის პროვინციაში მოხდა. თვითმხილველების თქმით, გამტაცებლებმა ეს ადამიანები დაუდგენელი მიმართულებით წაიყვანეს. მათ არანაირი მოთხოვნები არ წაუყენებიათ. მაისის ბოლოს თალიბებმა ქუნდუზის პროვინციაში 250 ადამიანი გაიტაცეს. მოგვიანებით მათი უმეტესობა ექსტრემისტებმა გაათავისუფლეს, ნაწილი კი დახვრიტეს.