ეკა ბესელია: ჩვენ, როგორც წევრი ქვეყანა, ვალდებულნი ვართ, სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტი შევასრულოთ

პროკურატურის მიერ ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ეხმაურება.
როგორც უმრავლესობის წევრი აცხადებს, საქართველო, როგორც წევრი ქვეყანა, ვალდებულია, სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტები შეასრულოს.
„ჩვენ, როგორც წევრი ქვეყანა, ვართ ვალდებული, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტი საქართველოს მხრიდან შესრულდეს. სხვა შემთხვევაში, დავემსგავსებით იმ ქვეყნებს, რომლებიც ძალიან ხშირად სახელდება ამ ორგანიზაციაში, როგორც ქვეყნები, რომლებიც არ აქცევენ ყურადღებას ევროსასამართლოს“, – აცხადებს ეკა ბესელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები