იორდანია – სირიის საზღვარზე ავტომობილი აფეთქდა – რამდენიმე იორდანიელი სამხედრო დაიღუპა

იორდანიისა და სირიის საზღვარზე დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. რამდენიმე იორდანიელი სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. იორდანიის ტელევიზიის ინფორმაციით, რამდენიმე მესაზღვრე ლაჩრული ტერორისტული აქტის შედეგად დაიღუპა. შეგახსენებთ, რომ ორიოდე კვირის წინ იორდანიის სადაზვერვო სამმართველოს ხუთი თანამშრომელი დაიღუპა ქვეყნის დედაქალაქ ამანის სიახლოვეს, პალესტინელი ლტოლვილების ბანაკზე მომხდარი თავდასხმის დროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები