ბრიუსელში მამაკაცი დააკავეს, რომელმაც სავაჭრო ცენტრში ბომბის არსებობის შესახებ პოლიციას ინფორმაცია მიაწოდა

ბრიუსელში პოლიციამ გამოავლინა და დააკავა მამაკაცი, რომელმაც სამართალდამცველებს სავაჭრო ცენტრ City 2-ში ბომბის არსებობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ამჟამად დაკავებულის დაკითხვა მიმდინარეობს, მისთვის ოფიციალური ბრალი ჯერჯერობით არ წაუყენებიათ.
ამასთანავე, სპეცსამსახურების თანამშრომლები სავაჭრო ცენტრის შენობაში ბომბის ძებნას განაგრძობენ.
შეგახსენებთ, რომ City 2-ში ბომბის არსებობის შესახებ პოლიციაში ზარი დღეს დილით შევიდა. ამის შემდეგ სავაჭრო ცენტრის თანაშრომლების ევაკუაცია განხორციელდა, ვინაიდან პოლიცია ეჭვობდა, რომ აფეთქების საფრთხე არსებობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები