დიდიე რეინდერსი: საქართველოს ვიზალიბერალიზაცია ძალაში მას შემდეგ შევა, რაც ევროპარლამენტი ე.წ. შეჩერების მექანიზმს დაამტკიცებს

ყველა თანხმდება, რომ საქართველო ვიზალიბერალიზაციისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს, – ამის შესახებ ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიდიე რეინდერსმა ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ვიზალიბერალიზაცია ძალაში მას შემდეგ შევა, რაც ევროპარლამენტი ე.წ. შეჩერების მექანიზმს დაამტკიცებს.
“ველი, რომ გერმანიაში დებატების შემდეგ ჩვენ მომდევნო ნაბიჯის გადადგმას შევძლებთ. პარალელურად მიმდინარეობს ორი დისკუსია: საქართველო აკმაყოფილებს პირობებს და ჩვენ უნდა წავიწიოთ წინ ვიზალიბერალიზაციისკენ, ასევე ევროპარლამენტმა უნდა დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტში კენჭისყრა გაიმართება, ვიზალიბერალიზაცია ძალაში შევა”, – განაცხადა დიდიე რეინდერსმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები