ლინას ლინკევიჩუსი: საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას ევროკავშირის საბჭოში არავინ ეწინააღმდეგება

საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესი ყველაზე გვიან შემოდგომის დასაწყისში დასრულდება, – ამის შესახებ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც ლინკევიჩუსმა აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის დამტკიცების შემდეგ მიიღებს.
“საქართველომ ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა. ვერ ვიტყვი, რომ მზად ვართ, გადაწყვეტილება ახლავე მივიღოთ, თუმცა ჩვენ დავიწყეთ პოლიტიკური მოლაპარაკებები. ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილეთ კრიტერიუმები, პირობები. ზოგადი განწყობა იყო ძალიან  პოზიტიური. ჩვენ მიზანმიმართულად პროცესს არ გავაჭიანურებთ. ვერ ვიტყვი, რომ პროცესი მალე დასრულდება, თუმცა მჯერა, რომ როგორც კი შეჩერების მექანიზმზე შევთანხმდებით, ვიზალიბერალიზაციის პროცესიც დასრულდება. ეს ასევე დამოკიდებულია ევროპარლამენტზე. მჯერა, რომ ყველაზე გვიან, შემოდგომის დასაწყისში პროცესი დასრულდება”, – განაცხადა ლინას ლინკევიჩუსმა.
ამასთან, ლინას ლინკევიჩუსმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას ევროკავშირის საბჭოში არავინ ეწინააღმდეგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები