მამუკა ხაზარაძე: არანაირ დაპირებებზე იქ საუბარი არ იყო, გავაანალიზეთ დღევანდელი მდგომარეობა

ყოველთვის საინტერესოა ბიზნესის წარმომადგენლებთან ასეთი ფორმატის შეხვედრის ორგანიზება, – ამის შესახებ „თი-ბი-სი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გამართული კონფერენციის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ მსგავსი ღონისძიებები უფრო მასშტაბურად უნდა გაშუქდეს.
„არანაირ დაპირებებზე იქ საუბარი არ იყო, გავაანალიზეთ დღევანდელი მდგომარეობა, თუ სად ვდგავართ. ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა წარმოადგინა ძალიან საინტერესო ანალიზი იმ კვლევებისა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ეკონომიკას ეხებოდა. ვფიქრობ, დამაიმედებელი ტრენდია და აუცილებლად უფრო ფართოდ უნდა გაშუქდეს. ძირითადად, საუბარი შეეხებოდა იმას, თუ საით უნდა წავიდეთ“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ კონფერენცია – „საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესგარემო – მიღწევები და გამოწვევები” გაიმართა. კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ ორგანიზაცია “მოქალაქე”, “საქართველოს ბიზნეს ასოციაცია”, “საზოგადოება 2030” და პარტნიორი ორგანიზაციები. კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს მთავრობის წევრები და ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები