ნოდარ ხადური: მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია, რათა ქვეყნის ეკონომიკა განვითარდეს
„მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია, რათა ხელისუფლებისა და ბიზნესის ინტერესების თანხვედრა მოხდეს და ქვეყნის ეკონომიკა განვითარდეს“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ეკონომიკური ფორუმის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე კითხვები და წინადადებები ჰქონდა ბიძინა ივანიშვილსაც.
,,ვფიქრობ, ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. საუბარი შეეხებოდა ეკონომიკურ პროცესებს, იმ საკითხებს, მათ შორის, პრობლემატურს, რომელიც ბიზნესს აქვს. ეს იყო მნიშვნელოვანი შეხვედრა, რადგან ხელისუფლებამ გარკვეული ანგარიში წარადგინა. კეროდ, ეკონომიკის მინისტრმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა საკმაოდ საინტერესო, ძალიან ღრმა ანალიზი წარადგინა იმ პროცესების, რომლებიც საქართველოში განხორციელდა, ასევე პრობლემებისკენ მიმართული ნაბიჯები. ვფიქრობ, ასეთი შეხვედრა მნიშვნელოვანია, რათა ხელისუფლებისა და ბიზნესის ინტერესების თანხვედრა მოხდეს და რაც მნიშვნელოვანია, ქვეყნის ეკონომიკა განვითარდეს”, – განაცხადა ხადურმა.
მისივე თქმით, დღეს იყო შეხვედრა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ექსპერტებს, ბიზნესმენებსა და მთავრობის რამდენიმე წარმომადგენელს შორის.
,,კითხვები, რაც იყო, იყო ხელისუფლების მიმართ. წინადადებები, რაც იყო, იყო ხელისუფლების მიმართ, მათ შორის, კითხვები და წინადადებები ჰქონდა ბატონ ბიძინასაც, ასევე ექსპერტებს და ბიზნესმენებს”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
ცნობისათვის, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ კონფერენცია – „საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესგარემო – მიღწევები და გამოწვევები” გაიმართა. კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ ორგანიზაცია “მოქალაქე”, “საქართველოს ბიზნეს ასოციაცია” და პარტნიორი ორგანიზაციები.