ირაკლი გილაური: კარგია, როდესაც ბიზნესი უსმენს მთავრობას და მთავრობა უსმენს ბიზნესს

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესი არის თავისუფალი და შეუძლია, იპოვოს სამართალი, – ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ ხელმძღვანელმა ირაკლი გილაურმა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გამართული კონფერენციის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ბიზნესმენებს, ექსპერტების და მთავრობის წარმომადგენლების შორის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა.
„კარგია, როდესაც ბიზნესი უსმენს მთავრობას და მთავრობა უსმენს ბიზნესს, მნიშვნელოვანია, რომ ეს დიალოგი გაგრძელდეს. ბიზნესი არის თავისუფალი და ეს, ბუნებრივია,ხელს უწყობს ინვესტიციების შემოდინებას. ჩვენი წლევანდელი პროგნოზი 4% -ზე მეტი ზრდაა, მომავალ წელს ჩვენ 8 %-იან ზრდას ველოდებით. ის ვიზიტი, რაც ჰქონდა პრემიერ-მინისტრს ლონდონსა და ნიუ-იორკში, დადებითად შეფასდა, იქიდან გამომდინარე, რომ ინვესტორების კიდევ უფრო მეტი ფულის ჩადება სურთ საქართველოში”, – განაცხადა ირაკლი გილაურმა.
სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ კონფერენცია – „საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესგარემო – მიღწევები და გამოწვევები” გაიმართა. კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ ორგანიზაცია “მოქალაქე”, “საქართველოს ბიზნეს ასოციაცია”, “საზოგადოება 2030” და პარტნიორი ორგანიზაციები. კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს მთავრობის წევრები და ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები