ნადეჟდა სავჩენკო: ჩვენ და საქართველოს საერთო მტერი გვყავს, ეს ჩვენი საერთო მეზობელია

არავის ვუსურვებ ასეთ მეზობლობას. ჩვენ და საქართველოს საერთო მტერი გვყავს, ეს ჩვენი საერთო მეზობელია, – ამის შესახებ უკრაინელმა სამხედრო მფრინავმა და რადას დეპუტატმა ნადეჟდა სავჩენკომ სტრასბურგში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ევროპამ, უკრაინასა და საქართველოს, კონკრეტული ქმედებებით მხარი უნდა დაუჭიროს.
“არავის ვუსურვებ ასეთ მეზობლობას. ევროპამ უნდა გააცნობიეროს, რომ ასეთი მეზობლის ყოლა ადვილი არ არის და თუკი ჩვენ საზღვარს ბრძოლით ვიცავთ, მათ მხარი უნდა დაგვიჭირონ თანამიმდევრობით და კონკრეტული მხარდამჭერი ქმედებებით”,- განაცხადა სავჩენკომ.
უკრაინელი მფრინავი, რომელსაც რუსეთის სასამართლომ ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში მონაწილეობისა და საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, 25 მაისს ორ რუს სამხედროზე გაცვალეს. ნადეჟდა სავჩენკო უკრაინის კვოტით ევროსაბჭოს დეპუტატი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები