ირანში „ბოევიკების“ ჯგუფი დააკავეს

ირანის სამართალდამცველებმა სუნიტი „ბოევიკების“ ჯგუფი დააკავეს, რომლებიც თეირანსა და სხვა დიდ ქალაქებში ტერაქტებს გეგმავდნენ. ამის შესახებ ‘ბი-ბი-სი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, დაკავების მომენტში ამ ჯგუფს დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩნდა. ბოლო 10 წლის განმავლობაში სუნიტმა „ბოევიკებმა“ ირანის ტერიტორიაზე რამდენიმე ტერაქტი მოაწყვეს, ძირითადად, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ირანის დაზვერვის ინფორმაციით, ექსტრემისტებთან ბრძოლა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები