სირიაში რუსი საზღვაო ქვეითი დაიღუპა

სირიაში რუსი საზღვაო ქვეითი, ანდრეი ტიმოშენკოვი დაიღუპა. კალინინგრადის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, შეიარაღებული შეტაკების დროს ოთხი რუსი სამხედრო დაიჭრა. ამ ინფორმაციის მიხედვით, ტიმოშენკოვი დასავლეთის სამხედრო ოლქის სადესანტო-მოიერიშე ასეულში მსახურობდა. ამავე წყაროს ინფორმაციით, ის ქალაქ პალმირას სიახლოვეს თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქების მსხვერპლი გახდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. ოფიციალური ინფორმაციით, ტიმოშენკოვის დაღუპვამდე სირიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს 10 რუსი სამხედრო ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები