თურქეთში მატარებელი მიკროავტობუსს შეეჯახა – 7 ადამიანი დაიღუპა

აღმოსავლეთ თურქეთში მატარებელი მიკროავტობუსს შეეჯახა. ავარიის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება. მატარებელი აღმოსავლეთ თურქეთიდან ანკარაში მიდიოდა. ავარია ილაზიგის პროვინციაში მოხდა. თვითმხილველების ცნობით, მატარებელმა შეჯახების შემდეგ მიკროავტობუსი დაახლოებით 100 მეტრი ათრია. წინასწარი ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლმა უსაფრთხოების წესები დაარღვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები