ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ლგბტ ქორწინების დაკანონების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების პირობას დებს

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი მალკოლმ ტერნბული პირობას დებს, რომ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მისი კოალიცია ლგბტ ქორწინებების დაკანონების საკითხზე რეფერენდუმს ჩაატარებს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. მიმდინარე წლის მარტში მალკოლმ ტერნბული ავსტრალიის ისტორიაში პირველი პრემიერ-მინისტრი გახდა, რომელიც სიდნეიში ყოველწლიურ ლგბტ აღლუმს დაესწრო. გამოკითხვების მიხედვით, ავსტრალიის მოსახლეობის უმრავლესობა ლგბტ ქორწინების დაკანონებას მხარს უჭერს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები