თურქულმა არტილერიამ სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები დაბომბა

თურქულმა არტილერიამ სირიის ჩრდილოეთ ნაწილში „ისლამური სახელმწიფოს“ ექვსი საცეცხლე პოზიცია გაანადგურა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება. სამხედრო წყაროების ცნობით, თურქმა სამხედროებმა ტერორისტების მიმართულებით ცეცხლი იმის გამო გახსნეს, რომ ისინი თურქეთის სამხრეთ ნაწილის დაბომბვას აპირებდნენ.
ცნობისთვის, იანვრის შემდეგ სირიის ტერიტორიიდან თურქეთის ქალაქ კილისის დაბომბვის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა და 70 დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები