ერაყში ტერაქტის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

ორი მშვიდობიანი პირი და ერთი პოლიციელი დაიღუპა ერაყში, ქალაქ ტუზ-ხურმატუში დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად. ამის თაობაზე ერაყულ მედიას ქალაქის ადმინისტრაციაში აცნობეს.
„ტერაქტი ქურთისტანის პატრიოტული კავშირის შტაბ-ბინასთან მოაწყვეს. დაიღუპა ორი სამოქალაქო პირი და ერთი პოლიციელი, 12 ადამიანი დაიჭრა“, – განაცხადა ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენელმა მუჰამედ ფეკამ.
ტერორისტული შეტევა, სავარაუდოდ, „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ მოაწყვეს. ამჟამად ქალაქ ტუზ-ხურმატუს მახლობლად ქურთ მოხალისეებსა და „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებს“ შორის ბრძოლა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები