რუსეთში, მდინარე ირტიშზე, იახტა ამობრუნდა

რუსეთში, მდინარე ირტიშზე, იახტის ამობრუნების შედეგად ორი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ისინი დინებამ წაიღო. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
„წინასწარი ინფორმაციით, სახიფათო მანევრირების დროს იახტა ირტიშის ნაპირიდან 10 მეტრის დაშორებით ამობრუნდა. იმ ადგილას მდინარის სიღრმე შვიდ მეტრს შეადგენდა“, – განუცხადეს „ბი-ბი-სის“ ომსკის საგანგებო სიტუაციათა სამსახურში. ამ ინფორმაციის მიხედვით, ხუთმა მგზავრმა ნაპირზე გასვლა დამოუკიდებლად შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები