კარელიის ერთ-ერთ ტბაში შტორმის დროს 14 ბავშვი დაიხრჩო

რუსეთში, კარელიის რესპუბლიკაში, ერთ-ერთ ტბაში 14 ბავშვი დაიხრჩო, რომლებიც შტორმში მოხვდნენ. დაღუპულთა ცხედრები მოსკოვშია გადასვენებული. დაღუპულები 12-13 წლისანი იყვნენ. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიების ინფორმაციით, საბავშვო ბანაკის წარმომადგენლები ექსკურსიაზე სამოზიორის ტბაზე წავიდნენ და შტორმში მოხვდნენ. სამ ნავზე, საერთო ჯამში, 47 ბავშვი და ოთხი ზრდასრული ინსტრუქტორი იმყოფებოდა. ორი ნავი შტორმის დროს ამობრუნდა. ბავშვთა უმეტესობა კარელიაში მოსკოვიდან იყო ჩასული. ორშაბათი რესპუბლიკაში გლოვის დღედ გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები