დემონსტრანტები, რომლებიც სტამბოლში Radiohead-ის თაყვანისმცემლებზე თავდასხმას აპროტესტებდნენ, პოლიციამ დაარბია

სტამბოლში Radiohead-ის თაყვანისმცემლებზე მომხდარ თავდასხმის ფაქტს არეულობა მოჰყვა.
სტამბოლში რამდენიმე ასეული ადამიანი ერთ-ერთ მუსიკალურ მაღაზიასთან შეიკრიბა და ანტისამთავრობო ლოზუნგებს სკანდირებდა.
აქციის მონაწილეებმა თურქ პოლიტიკოსებს ფაშისტები უწოდეს.
სტამბოლში პოლიციამ აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით დაარბია, აქციის რამდენიმე მონაწილე დაკავებულია.
პროტესტის მიზეზი როკ-ჯგუფ Radiohead-ის თაყვანისმცემლებზე 17 ივნისს მომხდარი თავდასხმა გახდა. 17 ივნისს, მუსიკალურ მაღაზიში, სადაც Radiohead-ის ახალი ალბომის პრეზენტაცია მოეწყო, მამაკაცების ჯგუფი შეიჭრა და იქ მყოფებს დაესხა თავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები