ორლანდოში მომხდარ ტერაქტში ჯონ მაკკეინი ბარაკ ობამას ადანაშაულებს

აშშ-ის სენატის წევრმა ჯონ მაკკეინმა განაცხადა, რომ ფლორიდის ქალაქ ორლანდოში, გეი-კლუბში მომხდარ ტერაქტში შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამაა დამნაშავე, ვინაიდან მან ერაყიდან შეიარაღებული ძალები გამოიყვანა.
„ობამას ამაზე პირდაპირი პასუხისმგებლობა მიუძღვის, ვინაიდან მან ერაყიდან ჯარები გაიყვანა. ამის შემდეგ „ალ ქაიდამ“ სირიაში გადაინაცვლა და „ისლამურ სახელმწიფოდ“ გადაიქცა. „ისლამური სახელმწიფო“ ჩვენ ბარაკ ობამას შეცდომების წყალობით გვაქვს“ – განაცხადა მაკკეინმა.
შეგახსენებთ, რომ ქალაქ ორლანდოს გეი-კლუბში 12 ივნისს მომხდარი სროლის შედეგად 49 ადამიანი დაიღუპა და 53 დაიჭრა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები