ბრიტანეთის პარლამენტის წევრის მკვლელობაში ბრალდებული სასამართლოს წინაშე წარდგა

ინგლისის აღმოსავლეთ იორკშირის რეგიონის მკვიდრი, 52 წლის ტომას მეირი, რომელიც დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრის მკვლელობაშია ბრალდებული, სასამართლოს წინაშე წარდგა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
მკვლელობის გარდა, მეირი ბრალდებულია ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებაში დანაშაულის ჩადენის მიზნით.
როდესაც მოსამართლემ განსასჯელს სახელი ჰკითხა, მან დაიყვირა „სიკვდილი მოღალატეებს, თავისუფლება დიდ ბრიტანეთს!“.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის და ლეიბორისტული პარტიის წევრი ჯო კოქსი 16 ივნისს სადეპუტატო მისაღების მახლობლად მოკლეს.
თვითმხილველების ცნობით, კოქსთან მამაკაცი მივიდა და მას ორჯერ ესროლა. როდესაც ქალი წაიქცა, მან მესამედ თავში ესროლა, ხოლო შემდეგ დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
ჯო კოქსი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები