ჩიკაგოს მკვიდრი ფეისბუქში პირდაპირი ტრანსლაციის დროს მოკლეს

ჩიკაგოს მკვიდრი, 28 წლის ანტონიო პარკინსი სოციალურ ქსელ ფეისბუქში პირდაპირი ტრანსლაციის დროს მოკლეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ჩიკაგოს პოლიციის ინფორმაციით, პარკინსს ტყვიები კისერში და თავში აქვს მოხვედრილი. მკვლელობა ჩიკაგოს დასავლეთ რაიონში მოხდა.
ეს ფეისბუქში პირდაპირი ტრანსლაციის დროს ჩიკაგოში მომხდარი მეორე მკვლელობაა ბოლო ხნის განმავლობაში. მარტში ერთ-ერთ მამაკაცს 16 ცეცხლსასროლი ჭრილობა მიაყენეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები