დევიდ კემერონი რეფერენდუმის შედეგების მიუხედავად თანამდებობას არ დატოვებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა განაცხადა, რომ ევროკავშირში დარჩენის საკითხზე ქვეყანაში ჩატარებული რეფერენდუმის მიუხედავად ის თანამდებობის დატოვებას არ აპირებს, – ამის შესახებ პრემიერმა The Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
კემერონმა ასევე აღნიშნა, რომ ის აუცილებლობის შემთხვევაში ლონდონსა და ბრიუსელს შორის ევროკავშირიდან გასვლის საკითხზე მოლაპარაკებებს გამართავს.
„მე უბრალოდ მუშაობას გავაგრძელებ. მე მაქვს ძალიან მკაფიო მანდატი ბრიტანელი ხალხისგან და კონსერვატორების მთავრობაში მუშაობას გავაგრძელებ“, – განაცხადა მან.
ამასთან, კემერონის განმარტებით, ის ყველაზე კარგად გაართმევს თავს ევროკავშირთან მომავალ დიალოგს, რათა ამ ორგანიზაციიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის ფორმატი დადგინდეს, იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობის უმრავლესობა ამას მხარს დაუჭერს.
ევროკავშირში დიდი ბრიტანეთის მომავალი ბედის შესახებ რეფერენდუმი 23 ივნისს გაიმართება. ის ქვეყნის ისტორიაში მესამე საერთო ეროვნული გამოკითხვა იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები