პუტინი – თუ ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა რუსეთს საფრთხეს შეუქმნის, მოსკოვი საპასუხო ზომებს მიიღებს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინი განცხადებით, თუ ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა რუსეთის ფედერაციას საფრთხეს შეუქმნის, მოსკოვი საპასუხო ზომებს მიიღებს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
„ჩვენ ვიცით, რომელ წელს ექნება აშშ-ს ახალი რაკეტა, რომლის მოქმედების რადიუსი 500 კილომეტრზე მეტი იქნება. ამ მომენტიდან ისინი ჩვენს ბირთვულ პოტენციალს საფრთხეს შეუქმნიან. ამერიკელებმაც იციან, რომ ჩვენ ამის შესახებ ვიცით“, – განაცხადა პუტინმა.
„არ ვიცი რას მოიტანს ევროპაში ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსება, მაგრამ, რაც ზუსტად ვიცი, ის არის, რომ ჩვენ იძულებულები ვიქნებით ვუპასუხოთ. ჩვენ არა მარტო საკუთარი უსაფრთხოება, არამედ მსოფლიოში სტრატეგიული ბალანსი უნდა უზრუნველვყოთ“, – განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს რუსეთთან თანამშრომლობა არ სურს, მის წინადადებებს უარყოფს და საკუთარი გეგმით მოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები