ბელგიაში ანტიტერორისტული ოპერაციის დროს 12 ადამიანი დააკავეს

ბელგიაში მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაციის დროს 12 ადამიანია დაკავებული. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ისინი ტერორისტული აქტების ორგანიზებაში არიან ეჭვმიტანილები. ბელგიაში კვლავ შენარჩუნებულია ტერორისტული საფრთხე მას შემდეგ, რაც მარტის ბოლოს იქ ტერორისტული თავდასხმები მოხდა. ამავე ინფორმაციის მიხედვით, პოლიციამ თავდაპირველად 40 ადამიანი დააკავა, მაგრამ 28 მოგვიანებით გაათავისუფლა. ბრიუსელში 22 მარტს მომხდარ თავდასხმაზე, რომლის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა, პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები